logo
ENG



"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

01 თებ 202322:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/mjt5h3zdifnires.png

"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე სავარაუდოდ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ეს ის არხია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი გამოქვეყნდა.

კარასინი-აბაშიძის სავარაუდო საუბრიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.

კარასინი: იცი, რატომ გირეკავთ? ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროს ველაპარაკე. უბრალოდ მინდა, საქმის კურსში იყო, ძალიან კმაყოფილები არიან ბოლო კონტაქტით, რომელიც პროდუქტიული იყო, აჩვენა ორმხრივი ინტერესი ამ პრობლემის გადაჭრაში ზემო ლარსის და სხვა პრობლემების. უფრო მეტიც, უნდათ, ეს კონტაქტი უფრო რეგულარული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით სიტუაცია, შეიძლება, გამწვავდეს. გარკვეული პრობლემები ხომ ჩნდება ხოლმე. მიმანიშნეს რაღაც ახალი კორიდორის მშენებლობაზე...

აბაშიძე: ეს სად?

კარასინი: არ ვიცი, რუკა არ მქონდა, მაგრამ როგორც ვხვდები, კრასნოდარის მხარიდან, პირობითად ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს. გესმის, არა?

აბაშიძე: ზუსტად არ მესმის, ახლა აქ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება.

კარასინი: ეს რისი მშენებლობაა?

აბაშიძე: ესაა პარალელური მაგისტრალი, ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით. ესაა გვირაბები, მაგისტრალები...

კარასინი: ესე იგი, ჩემზე წინ ყოფილხარ წასული

აბაშიძე: ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ ამის შესახებ, მშენებლობა მიდის უკვე, 9 კილომეტრიანი გვირაბებია, კავკასიაში ყველაზე გრძელი და თქვენი მხრიდან ლარსზე მიდის რეკონსტრუქცია.

კარასინი: კი, ჩვენი მხრიდან მასშტაბურ მშენებლობაზეა საუბარი, საჭიროების შემთხვევაში იქნებ ხელი შეუწყოთ კონტაქტს უწყებებს შორის.

აბაშიძე: არსებობს ეს კონტაქტი, ფაშინიანმაც კი გამოგზავნა მინისტრი საზღვარზე, შეხვდა რუსეთის მინისტრს... თქვენ აპირებთ რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებას?

კარასინი: არა, არ ვაპირებთ...

აბაშიძე: კარგი, ახლა იმაზე საუბრის დაწყება, რომ ჩვენ სადღაც რაღაცას ვიწყებთ, არ იქნება დროული.


close დახურვა